თბილისის სააპელაციო
სასამართლომ ადიგენის საკრებულოს სარჩელი არ დააკმაყოფილა და
ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
მართლმსაჯულების ორგანომ ეს გადაწყვეტილება დღეს, 9 თებერვალს
მიიღო.
გადაწყვეტილების მიხედვით, ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე თანამდებობაზე უნდა აღდგეს, განაცდური 25 000 ლარის ოდენობით აუნაზღაურდეს და მოქმედმა თავმჯდომარემ, იმედა მღებრიშვილმა თანმდებობა დატოვოს.
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი “მეცხრე არხთან” სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
ადიგენის საკრებულომ, სააპელაციო სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ლევან ლობჯანიძის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მისი თანამდებობაზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება და იმედა მღებრიშვილის თავმჯდომარედ, დანიშვნის ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.
იმის გამო რომ ადიგენის საკრებულოს იურისტს შესაბამისი კვალიფიკაცია არ ჰქონდა, თვითმმართველობამ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის, თბილისიდან ერთ–ერთი საადვოკატო ბიუროს იურისტი დაიქირავა.