ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე
ეტაპი მიმდინარეობს. დღეს მიწვეული 27 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე
ხუთი მათგანი არ გამოცხადდა. შვიდ კაციანი საკონკურსო–საატესტაციო
კომისია, რომელსაც გამგებელი ზაზა მელიქიძე ხელმძღვანელობს,
ადმინისტრაციისთვის კადრებს 9 თებერვალსაც შეარჩევს. კონკურსის მესამე
ეტაპზე სულ 58 პიროვნებაა მიწვეული. გასაუბრების შედეგები კონკურსის
მონაწილეებს, გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში ეცნობებათ.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტმა საჯარო მოხელეთა
შესარჩევი კონკურსი 30 ოქტომბერს 28 პოზიციაზე გამოაცხადა. კონკურსის
გავლის სურვილით გამგეობას 567–მა მსურველმა მიმართა.
ახალციხის გამგეობაში საჯარო
მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. დღეს
მიწვეული 27 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე ხუთი მათგანი არ
გამოცხადდა.
შვიდ კაციანი საკონკურსო–საატესტაციო კომისია, რომელსაც გამგებელი
ზაზა მელიქიძე ხელმძღვანელობს, ადმინისტრაციისთვის კადრებს 9
თებერვალსაც შეარჩევს. კონკურსის მესამე ეტაპზე სულ 58 პიროვნებაა
მიწვეული.
გასაუბრების შედეგები კონკურსის მონაწილეებს, გადაწყვეტილების
მიღებიდან 5 დღის ვადაში ეცნობებათ.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტმა საჯარო მოხელეთა
შესარჩევი კონკურსი 30 ოქტომბერს 28 პოზიციაზე გამოაცხადა. კონკურსის
გავლის სურვილით გამგეობას 567–მა მსურველმა მიმართა.