„სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისათვის“–თემაზე ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე, ადგილობრივი თვითმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო საზოგადოების როლზე ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საქმეში, მოქალაქეთა მონაწიელობის ეფექტურ მექანიზმებზე, ევროპულ მოდელებზე, ასევე სამცხე–ჯავახეთში დღეისათვის არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
მსგავსი სახის შეხვედრები ქვეყნის 62 მუნიციპალიტეტში, 1200–მდე სოფელში ჩატარდა.
შეხვედრები „საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ასოციაციის“ ინიცირებითა და „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაციის“ მხარდაჭერით გაიმართა.