სამი სალოცავის შემდეგ, სამცხე–ჯავახეთის მუფთი 13 მეჩეთის გადაცემას მოითხოვს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარე სამი სალოცავი მუსლიმთა სამმართველოს სარგებლობის უფლებით გადასცა. კეხოვანში, ღორძესა და ნამინაურში არსებული სამივე მეჩეთი მოქმედია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარე სამი სალოცავი მუსლიმთა სამმართველოს სარგებლობის უფლებით გადასცა. კეხოვანში, ღორძესა და ნამინაურში არსებული სამივე მეჩეთი მოქმედია.

სამცხე–ჯავახეთში მდებარე სალოცავის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ პირველად იმსჯელა. სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ამას წინ იურიდიული საკითხების შესწავლა უძღვის, რის შემდეგაც მეჩეთების გადაცემის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.

სამივე სოფელში არსებულ მეჩეთებს ელექტრო–ენერგიის შეყვანასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. იქიდან გამომდინარე, რომ სალოცავი სახელმწიფო  ან კერძო საკუთრებაში არსებულ  მიწის ფართზე იყო განლაგებული, კომპანია დენის შეყვანას ვერ ახერხებდა.   სამცხე–ჯავახეთის მუფთის თქმით,  რეგიონში 13–მდე მოქმედი სალოცავია, სადაც მრევლი ანალოგიურ პრობლემას აწყდება. მამუკა ვაშაყმაძე იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდეგ, ყველა მათგანის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემას მოითხოვს.

მეჩეთების გადაცემის საკითხი სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა  და  სამართლიანი გადაწყვეტილებაც გამოიტანა – მიაჩნია ისტორიკოს უჩა ბლუაშვილს. პროფესორი სხვა ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ მუსლიმებმა საკუთარი მოთხოვნები ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით უნდა წამოაყენონ, მეორე მხრივ კი ქრისტიანულმა მოსახლეობამ პრეტენზიების გამოთქმა სამართლებრივი გზით უნდა ისწავლოს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით,მუსლიმთა სამმართველოს, სარგებლობის უფლებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 150–მდე სალოცავი გადაეცა. მათ შორისაა 2010 წელს აშენებული სამი მეჩეთი ადიგენის მუნიციპალიტეტში. სამცხე–ჯავახეთის ტერიტორიაზე  ამ დროისათვის 50–მდე მუსლიმური სალოცავი ირიცხება,  ლოცვის ჩასატარებლად მრევლი მხოლოდ 13 მათგანში იკრიბება. დრემდე ღია ცისქვეშ ლოცულობენ სოფელ მოხეში, სადაც მუსლიმები სადავო შენობის მათთვის გადაცემას მოითხოვენ.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ირმა ჭარაქაშვილი, რამაზ ალავიძე, ლევან ყურაშვილი


Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.