ახალციხის გამგეობა ახალ კადრებს 8 და 9 თებერვალს შეარჩევს. საჯარო მოხელეთა კონკურსის მესამე ეტაპი – გასაუბრება 10:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გასტანს. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ილია ზარდიაშვილის განმარტებით, გასაუბრებაზე 58 კონკურსანტია მოწვეული, მათგან 32–მა მეორე ეტაპის ქულათა ბარიერი წინა კონკურსზე გადალახა, რის გამოც მათ ტესტირების თავიდან გავლა აღარ მოუწიათ.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტმა საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 28 პოზიციაზე გამოაცხადა. კონკურსის გავლის სურვილით გამგეობას 567–მა მსურველმა მიმართა. აქედან, ყველაზე მეტი – 61 განაცხადი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე დაფიქსირდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსი მეოთხედ, 30 ოქტომბერს გამოცხადდა.