შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი მაღალი გამავლობის, „ფორდ რეინჯერის“ მოდელის ავტომანქანებით შეივსო. გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით. რეგიონებს სამინისტროს კუთვნილი 25 ახალი ავტომანქანა გადაეცათ.
შს მინისტრის პირველი მოადგილის, ბესიკ ამირანაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ რეგიონებში სამართალდამცველების სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მიიღო.
ახალი ავტომანქანები რთული რელიეფის მქონე ადგილებში, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში, პოლიციელებს გადაადგილებას გაუადვილებს, მათ ოპერატიულ მუშაობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას.