„ისტორია, მოგონება და იდენტობა“–პროექტის ფარგლებში ახალციხეში შეხვედრა გაიმართა. პროექტის ორგანიზატორებმა ახალგაზრდებთან და ომის მონაწილეებთან ერთად საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს.
ვეტერანებმა ახალგაზრდებთან ომის პერიოდზე იმსჯელეს და თემაზე დისკუსია მოაწყვეს. მონაწილეებმა ამასთან დაკავშირებით სხვადსხვა შინაარსის ინტერვიუც მოისმინეს. მსგავსი სახის შეხვედრა ახალციხეში უკვე მეშვიდედ გაიმართა, რომლის მიზანსაც აფხაზეთთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით წარსულის გაანალიზება, შეფასება და შერიგება წარმოადგენს.
პროექტი „ისტორია, მოგონება და იდენტობა“ გერმანული ფონდის „ბერგჰოფის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორცილედება, იგი სამცხე–ჯავახეთის გარდა, ქვეყნის სხვა რეგიონებსაც მოიცავს.