ახალციხის ახალგაზრდული საკრებულოს წევრები იურიდიული დახმარების
ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ თემაზე – „დანაშაულის
პრევენცია“ იმსჯელეს და ახალგაზრდებს არასრულწლოვანთა დანაშაულებებსა
და განრიდებაზე, სამართლებივ პასუხისმგებლობაზე, წვრილმან ხულიგნობასა
თუ ოჯახურ ძალადობაზე ინფორმაცია მიაწოდეს. დავით ზარიძემ და გია
სურმანიძემ დამსწრეებს ბიუროს საქმიანობაც გააცნეს და მათ კითხვებსაც
უპასუხეს.
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მის
მიზანს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის შემცირება წარმოადგენდა.