ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ახალქალაქის ნაწილსა და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” ცნობით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 იანვარს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 3460 აბონენტს ახალქალაქის ნაწილსა და მიმდებარე სოფლებში; ხოლო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე 7050 აბონენტს ახალქალაქში მთლიანად და მის მიმდებარე სოფლებში.
“სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი“, – ნათქვამია “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.