ახალციხის თემის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულება დაამტკიცა. წარმომადგენლობითი ორგანოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ რამდენიმე დღეში შვიდკაციანი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და კონკურსს გამოცხადებენ.
საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა, ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილებების შეტანაზეც იმსჯელეს. დღესვე, გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც წარმოადგინა, გელა ლომიძის თქმით, ხარჯვით ნაწილში ბიუჯეტის 88 პროცენტი შესრულებულია, დარჩენილი 12 პროცენტი კი გარდამავალი პროექტებია.