თეიმურაზ კალანდაძე, კვლავ სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი ბრძანება 18 იანვარს დაიწერა.
უწყების ინფორმაციით, დღესვე მინისტრი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ახლადდანიშნულ დირექტორებს შეხვდა. გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ამკაცრებს. შეხვედრაზე შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების კოორდინირებულ მუშაობაზე და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ახალი დავალებები მისცა.
შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ კალანდაძემ სხვა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან ერთად, გადადგომის თაობაზე განცხადება 15 ინვარს დაწერა. სამინისტროში განმარტავდნენ, რომ აღნიშნული, უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციას უკავშირდებოდა.