ახალციხეში, ავტოსაგზაო
შემთხვევის შედეგად ქალბატონი დაშავდა. შემთხვევა 15 იანვარს,
დაახლოებით დილის 10:00 საათზე, ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე
მოხდა. შუახნის ქალბატონს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც
მან ზედა კიდურის დაზიანება მიიღო.
დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში თავად ავტონობილის მძღოლმა გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, ამ დროისათვის, მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც შშს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, შემთხვევაზე გამოძიება 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. რაც ითვალისწინებს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.