საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ
დროისათვის, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის
საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო ძლიერი
ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო,
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის
საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკის მონაკვეთზე
კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია.
ჯავახეთში საავტომობილო გზებზე, ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო, პრობლემები მიმდინარე წლის 4 ინვრიდან შეიქმნა.