ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში. თაბუკაშვილის ქუჩაზე „მიცუბიშ აირტეკის“ მარკის ავტომობილი ელექტრო გაყვანილობის ბოძს შეეჯახა.
ავტომანქანა დამტვრეულია, თუმცა დაშავებული არავინ არა არის. ავტომობილის მძღოლი ქალბატონია, მან „მეცხრე არხთან“ კომენტარი არ გააკეთა. თუმცა ამბობს, რომ მანქანაში მარტო იჯდა და საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა, რა დროსაც ელექტროგაყვანილობის ბოძს შეეჯახა.
დაზიანებულია გაზის მილიც, თუმცა როგორც გაზკომპანიაში განმარტეს, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეფერხებულა, არ არის შეწყვეტილი არც ელექტროენერგია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო პოლიციის ბრიგადები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე მოკვლევა ადმინისტრაციულ სმარათალდარღვევათა კოდექსის 125–ე მუხლის მეათე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.