ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ორ თანამშრომელს, 11 თვის განაცდური სრულად აუნაზღაურდებათ. გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას 50 ათასი ათასი ლარის გადახდა მოუწევს, დღეს, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა გამოიტანა.
რატი ტატალაშვილისა და ჯემალ იაკობაძის მოთხოვნა, რომ ისინი თანამდებობაზე აღედგინათ, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. გაასაჩივრებენ თუ არა გამგეობის ყოფილი თანამშრომლები აღნიშნულს, ჯერ არ გადაუწყვეტიათ. არც ისაა ცნობილი, მიმართავს თუ არა მაღალ ინსტანციას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა.