ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს მოსახლეობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს სასამართლოში უჩივის. 2015 წელს მლაშე–მოხე–დერცელის გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, 20–მდე ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაუზიანდა.
სოფლის ნაწილი მეწყერულ ზონაშია. ადგილობრივები სამთავრობო უწყებას უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ დეპარტამენტს გზის სამშენებლო სამუშაოები მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა ეწარმოებინა. ზარალის ანაზღაურებას მართლმსაჯულების გზით, ამ დროისათვის ექვსი ოჯახი ითხოვს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.