ახალციხემ მძლეოსნობის საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლა. ტურნირში მონაწილეობა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდებმა მიიღეს.
ახალციხის ცენტრალურ სტადიანზე ახალგაზრდებმა მძლეოსნობის სხვადსხვა სახეობაში იასპარეზეს. მეზობელი ქვეყნების სპორტსმენებთან ერთად, საპრიზო ადგილები დაიკავეს ახალციხელმაც. რომელთაც მერიისაგან ფასიანი საჩუქრები, სიგელები და მედლები გადეცათ. როგორც ღონიძიების ორგანიზატორები ამბობენ, ტურნირის მიზანს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს.