სპორტი
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, „ბაკურიანი 2025“ 19:00 სთ-ზე გაიხსნება
დღეს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – „ბაკურიანი 2025“ ოფიციალურად გაიხსნება. ფესტივალი 9-დან 16 თებერვლამდე გაგრძელდება, მას ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მოწყობილი თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, „ბაკურიანი 2025“ თემაზე ვერცხლის საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია გამართა.
საქართველო ევროპაში მერვე ქვეყანაა, სადაც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალის განმავლობაში საქართველოს 2 000 სტუმარზე მეტი და 1000-მდე სპორტსმენი ესტუმრება, რომლებიც საუკეთესოს წოდების მოსაპოვებლად ერთმანეთს ზამთრის სპორტის რვა სახეობაში შეეჯიბრებიან.
ქართველების გამოსვლის გრაფიკი:
9 თებერვალი
19:00 – გახსნის ცერემონია
10 თებერვალი
სამთო თხილამურობა (გიგნატური სლალომი – ბიჭები)
09:00 – 11:15 – I დაშვება
11:30 – 13:00 – II დაშვება
იასონ ვეზდენი, ირაკლი ხერგიანი, გიორგი ჯაფარიძე, გოგა გულედანი
10:00 – 11:15 ბიატლონი ( 12,5 კმ ინდივიდუალური რბოლა)
შიო ქუჩუკიანი
11 თებერვალი
სამთო თხილამურობა (გიგნატური სლალომი – გოგონები)
09:00 – 11:15 – I დაშვება
11:30 – 13:00 – II დაშვება
ანასტასია მირიანაშვილი, ნელი უსტიმენკო
12 თებერვალი
ფიგურული ციგურაობა (მოკლე პროგრამა – გოგონები)
14:00 – 18:00
ინგა გურგენიძე
13 თებერვალი
სამთო თხილამურობა (სლალომი – ბიჭები)
09:00 – 11:15 – I დაშვება
11:30 – 13:00 – II დაშვება
იასონ ვეზდენი, ირაკლი ხერგიანი, გიორგი ჯაფარიძე, გოგა გულედანი
ფიგურული ციგურაობა (თავისუფალი პროგრამა – გოგონები)
15:00 – 20:30
ინგა გურგენიძე
14 თებერვალი
სამთო თხილამურობა (სლალომი – გოგონები)
09:00 – 11:15 – I დაშვება
11:30 – 13:00 – II დაშვება
ანასტასია მირიანაშვილი, ნელი უსტიმენკო
ბიატლონი (7,5 კმ სპრინტი)
10:00 – 11:05
შიო ქუჩუკიანი
15 თებერვალი
სამთო თხილამურობა (პარალელური სლალომი – შერეული წყვილები)
09:00 – 13:00
დახურვის ცერემონია
16 თებერვალი
19:00
„ბაკურიანი 2025-ის“ ოფიციალური საიტი: https://bakuriani2025.sporteurope.org/ticketing/
გააზიარეთ :