„ სუპერთასი 2015-ის“ სიმბოლოები ახალციხეში ჩამოვიდა. ჩემპიონთა ლიგის, სუპერ და ევროპის ლიგის თასები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ჩამოიტანეს.
დღის პირველ ნახევარში ისინი ახალციხის ცენტრალურ პარკში, სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე განთავსდა. მათი მონახულება და ფოტოს გადაღება ნებისმიერ ახალციხელს შეეძლო.
ცენტრალური პარკიდან „სუპერთასი 2015-ის“ სიმბოლოებმა ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. ევროპის საკლუბო ტურნირების საპატიო თასები მესხეთში ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ისინი თერთმეტივე თვითმმართველ ქალაქს მოივლიან, რის შემდეგაც 11 აგვისტოს უეფას „სუპერთასი 2015“–ის მატჩზე გათამაშდება.