Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/11/tamta-moxe.png" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/11/tamta-moxe.png" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/11/tamta-moxe.png" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/11/tamta-moxe.png" not exists.



"კომისიის გადაწყვეტილება პრობლემურია" – თამთა მიქელაძე მოხის კომისიის დასკვნაზე
EMC-ის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, მოხი სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებაზე, განცხადებას ავრცელებს. თამთა მიქელაძის აზრით, კომისიის გადაწყვეტილება პრობლემურია. 

EMC-ის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, მოხი სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებაზე, განცხადებას ავრცელებს. თამთა მიქელაძის აზრით, კომისიის გადაწყვეტილება პრობლემურია. 

tamta-moxe

თამთა მიქელაძის განცხადებას “მეცხრე არხი” უცვლელად გთავაზობთ:

„მოხის კომისიის გადაწყვეტილება პრობლემურია რამდენიმე არგუმენტის გამო:

ისტორიული შენობის ისტორიულ-კონფესიურ წარმომავლობის შესწავლაზე და ისტორიული მესაკუთრისთვის მის დაბრუნებაზე უარი არ შეიძლება იყოს გამართლებული ლეგიტიმური საჯარო ინტერესით. ისტორიული შენობის ნაცვლად ალეტრნატიული ქონების შეთავაზება იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, როდესაც მისი ფაქტობრივი დაბრუნება შეუძლებელია მისი განადგურების ან კონკრეტული შენობის მაღალი საჯრო ინტერესის მქონე ობიექტად გამოყენების გამო. ამ შემთხვევაში დომინანტი ეკლესიის და დომინანტი ჯგუფის დაუსაბუთებელი პრეტენზია და მათ მიერ დაწყებული კონფლიქტი, რომელიც მხარდაჭერილი იყო ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არ შეიძლება გახდეს ისტორიული შენობის დაბრუნებაზე უარის თქმის ლეგიტიმური მიზეზი.

აღნიშნული პრობლემის მიზეზი არსებითად არადომინანტი რელიგიური ჯგუფების მიმართ რესტიტუციის სახელმწიფო პოლიტიკის არ არსებობაა. სახელმწიფომ რელიგიური ნაგებობების ძირითადი ნაწილი დაუბრუნა მართლმადიდებელ ეკლესიას, თუმცა იგივე არ გაუკეთებია სხვა რელიგიების მიმართ, რის გამო ეს პოლიტიკა ცალსახად დისკრიმინაციულია. მოხის კომისიამ არც კი იმსჯელა შენობის მესაკუთრის დადგენის და მისი დაბრუნების საკითხებზე, რითაც რესტიტუციის შესაძლებლობა იმთავითვე გამორიცხა;

კომისიის გადაწყვეტილება სავალდებულო არ არის, ის სახელმწიფო გადაწყვეტილებაც არ არის, ამიტომ ადგილობრივ მუსლიმ თემს შეუძლია საკუთარი დავის გაგრძელება. აქ ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ არა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაზე, არამედ რესტიტუციის პოლიტიკის არ არსებობის გამო, ადამიანის უფლებების სტანდარტებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების შეზღუდვაზე;

 სამუფტო სამმართველოს მიერ ამ გადაწყვეტილებაზე დათანხმება მუსლიმ თემსა და სამმართველოს შორის გაუცხოების და დაპირისპირების კიდევ ერთი ცხადი მაგალითია და სწორედ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აწარმოებს სამუფტო სამმართველოს კონტროლის ამ პოლიტიკას და მუსლიმ თემს წარმომადგენლების გარეშე ტოვებს. აღსანიშნავია, რომ კომისიამ მის შემადგენლობაში არ შეიყვანა სხვა პირები, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმი თემი მოითხოვდა და ის მხოლოდ სამუფტო სამმართველოს წარმომადგენლებით დააკომპლექტა” – ნათქვამია განცხადებაში.

EMC კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.