Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/11/14924080_1253364781388290_373572092_o.jpg" not exists.

რელიგიის საკითხთა სააგენტომ მუსლიმებს მოხის პრობლემის მოგვარების ვარიანტები შესთავაზა
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით, ახალციხეში შეხვედრა დაასრულა. მართლმადიდებელ და მუსლიმ სასულიერო პირებთან ერთად, ზაზა ვაშაყმაძემ პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელა.

14924080_1253364781388290_373572092_o

შეხვედრაზე მუსლიმი მრევლისთვის ორი შეთავაზება გაჟღერდა: 1. სახელმწიფო გამოისყიდის სახლს, სადაც ისინი ამ დრომდე ლოცულობენ და გადასცემს მუსლიმებს, ან 2. გამოიყოფა ალტერნატიული ფართი, სადაც სახელმწიფოს ხარჯებით ახალი მეჩეთი აშენდება.

დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე აცხადებს, რომ ორივე შეთავაზებას მუსლიმთა სამმართველოსთან ერთად განიხილავს.

ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტის თქმით, შეთავაზება მათთვისაც მისაღებია და ისინი ლოცვას არავის უშლიან.

შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში შედგა. მხარის გუბერნატორის თქმით, მათი შეკრების მთავარი მიზანი იყო კონსესუსამდე მისულიყვნენ, რის საფუძველზეც შედეგის მიღება მოხდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაა ვაშაყმაძე, დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზარზმის მონასტრის წინამძღვარი მამა ნიკოლოზი, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და სხვები.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მომდევნო შეხვედრას ახალციხეში 1 დეკემბერს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ მოხეში მდგომარეობა ხელახლა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მუსლიმმა მრევლმა სადავო შენობაში ლოცვა თვითნებურად გადაწყვიტა. ისინი განმარტავდნენ, რომ ლოცვის აღსრულებას ამ შენობაში საფუძვლად ორი მიზეზი დაედო. პირველი, რომ აქამდე არსებულ სალოცავში პირობები არ არის და მეორე, სადავო შენობის კუთვნილების შესახებ, ამ დრომდე  სპეციალურად შექმნილი კომისიის დასკვნა არ არსებობს.

თიკო კურტანიძე

Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.