100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები განახლდა, რომელიც მიმოქცევაში ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად გავიდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტითა და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.
100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.
ლარის განახლებული ბანკნოტები ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებითაა დამზადებული, რომლებიც მიმოქცევაში დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი მათ მდგრადობას ზრდის.
100 ლარის ნომინალის ბანკნოტები 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტებთან ერთად განახლდა.
შეგახსენებთ, რომ 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში 2016 წლის 1 თებერვლიდან გავიდა. რაც შეეხება 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს, მათ განახლებას საქართველოს ეროვნული ბანკი მოგვიანებით გეგმავს