ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავთან მშენებარე “მტკვარი ჰესზე” დილიდან 60–მდე ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს. გარკვეული ჯგუფი ხელფასების შემცირებას, ძირითადი ნაწილი კი სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს.
გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ პროექტი სამ წელიწადნახევრიანია და სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მათ ამ ხნის განმავლობაში უნდა ემუშავათ. ისინი ხელმძღვანელობისგან ხელშეკრულების გაფორმებას, მისაღებ სამუშაო პირობებსა და დაპირებულ ანაზღაურებას მოითხოვენ.
გაფიცულები აცხადებენ, რომ აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
“მტკვარი ჰესზე” დასაქმებულთა თქმით, აქ თანამშრომელთა გათავისუფლება ორი კვირის წინ დაიწყო.
თიკო კურტანიძე