ახალციხის მუნიციპალიტეტში, მინი ფეხბურთში კოკა–კოლას თასის გათამაშება დასრულდა. ცხრა აპრილის სტადიონზე, ერთმანეთს გოგონათა და ვაჟთა გუნდები შეხვდნენ. ორივე სქესის წარმომადგენლებში მუნიციპალიტეტის პირველობა ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს.
ტურნირში მონაწილეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით,24–მა გუნდმა მიიღო. აქედან, 8 გოგონათა და 16 ვაჟთა გუნდი იყო.
კოკა–კოლას თასის გათამაშება საქართველოში ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარეობს.
სამცხე-ჯავახეთში ტურნირში გოგონები წელს პირველად ჩაერთვნენ.
როგორც რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რამდენიმე დღეში ტურნირი მუნიციპალიტეტებს შორის დაიწყება, სადაც გამარჯვებული გოგონები კვარიათის, ხოლო ვაჟები ქობულეთის საგზურს მოიპოვებენ.