ახალციხე ოლიმპიური ცეცხლის მისაღებად ემზადება.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის ფარგლბში, ათენიდან საქართველოში შემოტანილი ცეცხლი სამცხე-ჯავახეთში 29 მაისს ჩამოვა.
ახალციხელი მეჩირაღდნეები მას ადიგენში დახვდებიან. მერიის კულტურის სამსახურის უფროსი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ მეჩირაღდნეებად ის ადამიანები შეირჩნენ, ვისაც ქალაქის კეთილდღეობაში წვლილი აქვთ შეტანილი, მარინა გოგოლაძის თქმით მათ შორის ქალაქის მერი გიორგი კოპაძე და სამცხე-ჯავახეთის უნივერესიტეტის რექტორი მერაბ ბერიძეა.
29 მაისს ოლიმპიური ცეცხლი ახალციხის ციხეზე აინთება, აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქში კონცერტიც იგეგმება, მესხი მაყურებლისთვის ანრი ჯოხაძე და ესტრადის სხვა წარმომადგენლები იმღერებენ.
ახალციხის გარდა ოლიმპიური ცეცხლი ადიგენის, ასპინძის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებსაც მოივლის. ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში 26 მაისს ბათუმში შემოვიდა და პირველ აგვისტომდე დარჩება.