ახალციხეში ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობა დაწყებულია. როგორც მუნიციპალიტეტესბის პირველი პირები განმარტავენს, სხვადსხვა პროექტების განხორცილებისათვის ინვესტორების მხრიდან მზაობა არსებობს და ახალი პროექტების განხორციელება მალე დაიწყება, თუმცა კონკრეტულად რა ვადებში და რა პროექტების შესრულება დაიწყება ისინი ამაზე ვერ საუბრობენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და გამგეობაში მთავრობის მიერ წარდგენილი, ეკონომიკის განვითარების გეგმის განსახორციელებლად სამუშაოები დაწყებულია. როგორ მუნიციპალიტეტის გამგებელი განმარტავს, ინვესტორები სხვადასხვა მიმართულებით უკვე დაინტერსდნენ. რაც შეეხება მერიას, ზაზა თამარაშვილის თქმით, გარკვეული ძვრები არსებობს თუმცა, მომავალში რა პროექტები განხორციელდება ეს მათთვის უცნობია.
ახალციხის მუნიციპალიტეტებისაგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ეკონომიკური განვითარების გეგმის განხორციელება ჯერ არ დაწყებულა ასპინძასა და ბორჯომში. მუნიციპალიტეტების პირველი პირები ამბობენ, რომ აღნიშნულზე მუშაობა დიდ დროს მოითხოვს და იგი ახლო მომავალში ვერ შესრულდება. როდის განახორციელდება მთავრობის მეთაურის მიერ წარდგენილი გეგმა, გამგებლები ვერც კონკრეტულ ვადებს ასახელებენ.
პრემიერის მიერ წარდგენილი გეგმა სარწ მუნო არ არის ოპოზიციური პარტიებისათვის. ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყნის დღევანდელ ეკონომიკურ ფონზე ის პრიორიტეტები, რომელზეც ღარიბაშვილმა ისაუბრა ვერ განხორციელდება. ბურჯანაძე-გაერთიანებული დემოკრატების რეგიონულ კოორდინატორს კი მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა და მთავარი საკითხები არასერიოზულად მიაჩნია.
რა კონკრეტულ ვადებში დაიწყება ეკონომიკური გეგმის განხორციელება, ეს არც ბიზნეს- სექტორის წარმომადგენლებმა იციან. გიგო მელიქიძე მრავალი წელია ვაშლების ბაღს უვლის. სახელმწიფო ხელშეწყობის შემთხვევაში იგი ბაღის გაფართოებას გეგმავს. მან საკუთარი ხედვა ვაშლის ბაღის გაფართოების შესახებ პრემიერს ახალციხეში ვიზიტისას წარუდგინა. ადგილობრივი ბიზნესმენები ამბობენ, რომ მათ, ძირითადად, კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ და ეს საკითხი პრემიერთან შეხვედრის დროსაც დააყენეს.
მეწარმეობა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი – ეს ის სამი ძირითადი მიმართულებაა, რომლის გაძლიერებაშიც საქართველოს პრემიერ მინისტრი სამცხე–ჯავახეთის განვითარებას ხედავს. ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები 15 მარტს, ადგილობრივი თვითმართველობების ხელმძღვანელ პირებსა და ბიზნესმენებს გააცნო. პრემიერმა ხაზი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაუსვა და აღნიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთი მდიდარია ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობით, რასაც განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ესაჭიროება. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური გეგმის წარდგენა სამცხე–ჯავახეთიდან დაიწყო. მან დღეს პროექტის “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” პრეზენტაცია მცხეთა-მთიანეთში გამართა.