იმ პიროვნებებს, რომელთაც სასოფლო–სამეურნეო ბარათები ვერ მიიღეს, პირველ მაისამდე საშუალება ეძლევათ მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდნენ და სახელმწიფოს დახმარებით ისარგებლონ.
აღნიშნულის შესახებ ინიციატივა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკუთვნის.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილების უფროსის განმარტებით, ახალციხის თემში და ქალაქში 60-მდე ბენეფიციარია, რომლიც მონაცემთა ბაზაში დროულად ვერ დარეგისტრირდა და ხვნის ბარათი ვერ მიიღო. ამიტომ რამინ მარტინენკოს თქმით, მათ შეეძლებათ პირველ მაისამდე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები მერიასა და გამგეობაში წარადგინონ.
ახალციხეში სასოფლო–სამეურნეო ბარათების დარიგება 19 თებერვალს დაიწყო და მარტის თვეში დასრულდა. ხვნის ბარათის გამოყენება ფერმერებს პირველ დეკემბრამდე შეუძლებათ.