2-1 – ასეთი ანგარიშით დასრულდა სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში გამართული ტურნირი მინი–ფეხბურთში.
ფინალში ერთმანეთს პირველი და მეხუთე საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩი პირველი სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
ორივე ადგილზე გასულ გუნდებს ორგანიზატორებისაგან, მედლები, თასები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. შეგახსენებთ, რომ სასკოლო ოლომპიადა განათლებისა და სპორტის სამინისტროების ინიციატივით იმართება რეგიონებში მას ორგანიზებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები უწევენ.