საქართველოში, ინფექციური დაავადებების გავრცელებამ ბოლო პერიოდში იმატა. დაავადებების პრევენციის მიზნით, ხელისუფლებამ სალონების მონიტორინგის შესახებ ბრძანება გამოსცა.
სანიტარული ღონისძიებების განხორციელებაზე სილამაზის სალონებში განმარტავენ, რომ რეგისტრაციამდე ხუთი დღით ადრე ისინი გააფრთხილეს.
რამდენად კონტროლდება ჰიგიენის ნორმების დაცვა სილამაზის სალონებში და ვინ უნდა აკონტროლებდეს მათ- საკითხს აქტიურად განიხილავენ ახალციხეში. გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სამცხე-ჯავახეთში საკითხი პრობლემატურია.
მსურველებს, სალონების რეგისტრაცია, 1 ოქტომბრამდე, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა განეხორციელებინათ. მათ, ვინც რეგისტრაცია ამ დრომდე ვერ გაიარა, ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევთ 50–დან 1000 ლარამდე. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მკაცრად გაკონტროლდება სალონებში არსებული ჰიგიენური ნორმები. თემურ ზაქროშვილის თქმით, ასეთი დაწესებულებების მონიტორინგი თითქმის არ ხდება და იმედოვნებს, რომ დაწესებული კონტროლი ვითარებას შეცვლის.
2016 წლის 14 სექტემბერს ხელი მოეწერა კანონს, რომელიც სალონების ინფექციური დაავადებების პრევენციას შეეხება. სანიტარული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საკრებულოს მიერ მოხდება სპეციალური კითხვარის დამტკიცება, რის საფუძველზეც დაიწყება სილამაზის სალონების მონიტორინგი.