მუსლიმი თემი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, მოხის სადავო შენობის საკითხის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ადგილობრივები თვლიან, რომ კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად, საკმარისი დრო ჰქონდა.
მუსლიმი მოსახლეობა, სადავო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, მეოთხე დღეა ლოცულობს. მათი ერთადერთი მოთხოვნა, ამ ეტაპზე, სადავო შენობის დაბრუნებაა. მორიგების სხვა ალტერნატიული გზა, ამ დრომდე არ განხილულა. კომისიას საკითხის გაჭიანურებაში, სამცხე–ჯავახეთის მუფთიც ადანაშაულებს.
მოხეში მიმდინარე მოვლენებს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, მხოლოდ დღეს გამოეხმაურა.
საკითხის დროულად გადაჭრას, სოფლის ქრისტიანი მოსახლეობაც ითხოვს. ისინი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსგან ერთადერთ გადაწყვეტილებას ელიან – შენობა სამლოცველო არ უნდა იყოს. ადგილობრივები ხელისუფლებას მუსლიმთათვის, ალტერნატიული ფართის გამოყოფას ურჩევენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილი სპეციალური კომისია, ხელისუფლების, მუსლიმი და ქრისტიანი თემის წარმომადგენლებისა და ორივე რელიგიის სულიერი ლიდერებითაა დაკომპლექტებული.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მორიგი შეხვედრა, სადაც მოხეს სადავო შენობის საკითხზე იმსჯელებენ, 3 ნოემბერს, ახალციხეში ჩაინიშნა. მუსლიმი თემი აპირებს, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე, სააგენტოსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვოს.