ავარიის
დროს დაღუპული დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი ახალციხელები
არიან, ამის შესახებ “მეცხრე არხს” ქარელის საავადმყოფოს დირექტორმა
ზაქრო მეყანწიშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, დაღუპული ქალბატონი 30 წლის იყო, რომელიც ახალციხეში ცხოვრობდა, იგი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.
ავარიისას დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაეწერნენ, რომლებსაც პირველადი დახმარება ჩაუტარდათ, მხოლოდ, თავის ქალის ტრამვის გამო, სამი წლის ბავშვის იაშვილის კლინიკაში მოთავსება გახდა საჭირო.
“მეცხრე არხის” ინფორმაციით, დაღპული დედა და შვილები ვალის სამგზავრო ტრანსპორტით ქარელიდან ახალციხეში მოემგზავრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ აგარა-გომის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
დედაქალაქიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გზის
სავალი ნაწილიდან გადავარდა , ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა.
გარდაცვლილთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი და დედაა.
შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა სხვა მგზავრებმა სხეულის
სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს.
ავარიის მიზეზს საპატრულო პოლიცია ადგენს.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევასითვალისწინებს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.