ახალციხეში შაქრის დეფიციტია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 20–30 თეთრით მოიმატა პროდუქტის ფასმაც.
მოვაჭრეები მიზეზებზე კამერის წინ არ საუბრობენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ ქართული შაქრის მწარმოებელმა კომპანიამ მუშაობა რემონტის გამო, დროებით შეაჩერა, ამ ხნის განმავლობაში კი უკრაინული პროდუქტის მარაგიც ამოიწურა.