დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შსს მინისტრ ალექსანდრე
ჭიკაიძის ინიციატივით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში,
სამცხე-ჯავახეთში მზრუნველობამოკლებულ და შშმ მოზარდებს საჩუქრები
გადასცა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქველმოქმედო აქციის
ფარგლებში, წინასაახალწლო პერიოდთან დაკავშირებით, 200-მდე მოზარდს
დახმარება გაეწია. დაცვის პოლიციის წარმომადგენლებმა თავშესაფრების
ბინადრებს ტკბილეული, სურსათი და წიგნები გადასცეს.
საქველმოქმედო აქცია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და საქართველოს
ყველა რეგიონს მოიცავს.