საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის დროებით მმართველად, გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) დაინიშნა. ინფორმაცია დღეს, 12 სექტემბერს, ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია მიტროპოლიტმა სერაფიმემ 6 თვის წინ 21-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დატოვა. ამ დრომდე ეპარქიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე ხელმძღვანელობდა.
წყარო: ტელეკომპანია ,,ბორჯომი”