როგორ უნდა მოხდეს მოსახლეობის ჩართვა თვითმმართველობის საქმიანობაში – საკითხზე ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს. „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა“ მონაწილეებს მათ მიერ დანერგილი ინოვაციური და წარმატებული მეთოდი გააცნო.
ორი თვეა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და ელ. ფოსტით, ავტომატურად იღებს ინფორმაციას საკრებულოს სხდომების განრიგის, დღის წესრიგის, სხდომებზე დასწრების პროცედურების, მიღებული გადაწყვეტილებების და სხვა საკითხების შესახებ. სპეციალური ელექტრონული პროგრამა, „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა“ შეიმუშავა. მისმა წარმომადგენელმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა ამ ინიციატივაზე, მის დანერგვასა და მუშაობის გამოცდილებაზე.
საინფორმაციო სახის შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.