შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიასა და ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე სკვერში, უფასო ინტერნეტი დაამონტაჟეს. უკაბელო ინტერნეტის გამოყენება ერთდროულად, 500 აბონენტს შეუძლია.
აპარატურის მონტაჟის ხარჯი და ოთხი თვის სააბონენტო გადასახადი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,BIG” დაფარა, ,,დელტაკომმა“ კი შესაბამისი ტექნიკა ქალაქს უსასყიდლოდ გადასცა. ოთხი თვის შემდეგ, სააბონენტო გადასახადს თვეში 300 ლარის ოდენობით, ახალციხის მერია გადაიხდის.
უფასო ინტერნეტით სარგებლობა, ქალაქში უკვე ხუთ ადგილზეა შესაძლებელი. ახალციხის ციხეზე, თამარაშვილის ქუჩის სკვერში, ცენტრალურ პარკში, შოთა რუსთაველის ძეგლთან და ცხრა აპრილის სკვერში.