ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი მამუკა ცინცაძე და ადიგენის სატყეო უბნის რეინჯერები ადიგენის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გამგეობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მამუკა ცინცაძემ მუნიციპალიტეტისათვის ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გამოყოფილი ტყეკაფების ადგილმდებარეობისა და არსებული რესურსების რაოდენობის შესახებ ისაუბრა. აღნიშნა, რომ მოსახლეობის მერქნული რესურსით უზრუნველყოფა სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი ინფორმაციით რეგიონის მასშტაბით ტყეკაფების გამოყოფა, ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა-რეაბილიტაცია და ამ პროცესებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება.
|