ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში სოფლის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო შენობის შიდა და გარე ინტერიერი. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს “ნუკიამ” შეასრულა.
შენობის რეაბილიტაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.
რეაბილიტირებულ შენობაში წარმომადგენლის ოთახი, ამბულატორია, სააქტო დარბაზი და ახალგაზრებისათვის თავშეყრის ადგილი განთავსდება.
|