ახალციხის მუნიციპალიტეტში, სამუშაო ჯგუფმა სიმბოლიკის ესკიზი მესამედაც დაიწუნა. გერბისა და დროშის შესარჩევად კომისია კონკურსს კიდევ ერთხელ გამოაცხადებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბისა და დროშის შერჩევისთვის შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მეორე სხდომა გამართა. ჯგუფის წევრებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა, ერთი კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი განიხილეს. კონკურსში მონაწილე ერთადერთ ესკიზს ფერები, მხატვრულობა და შინაარსობრივი დატვირთვა დაუწუნეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის კონკურსისთვის ნამუშევრების მიღება 4 აგვისტოს დამთავრდა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პირმა მიიღო. სიმბოლოების კონკურსი მეოთხედ სავარაუდოდ, სექტემბერში გამოცხადდება.
|