გარემოს დაცვის მინისტრი ბორჯომში სტიქიის შედეგებს გაეცნო. გიგლა აგულაშვილმა ისტორიული პარკი დაათვალიერა.
მისი თქმით, საწყის ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე საჭიროა ტყის შიდა ტერიტორია გაიწმინდოს. მინისტრის განცხადებით ზარალის სრული ოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის. გიგლა აგულაშვილის თქმით, საშეშე მერქანი მოსახლეობას მოხმარდება.
მასთან ერთად ბორჯომში სტიქიის ზონაში იმყოფებოდა კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძეც.
ავტორები: თიკო კურტანიძე, მაია იველაშვილი, ლევან ყურაშვილი
|