ახალციხეში დასუფთავების აქცია მოეწყო. ახალგაზრდებმა ქალაქის პირველ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად, საბარგო სადგურის ქუჩის ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
აქციას ორგანიზება ახალციხის მერიამ გაუწია. დასასუფთავებელი ადგილი ქალაქის მასშტაბით ახალგაზრდებმა შეარჩიეს.
მერიის საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, მსგავსი სახის აქციები სისტემატიურად მოეწყობა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ანა ჰამბარცუმიანი, რამაზ ალავიძე