ბორჯომში მომხდარი სტიქიის შემდეგ ქალაქის დასუფთავება დილიდან დაიწყო. კეთილმოწყობის სამსახური ცდილობს ქუჩები სილისგან და ნარჩენებისგან გაწმინდოს.
ეკა ნოზაძის ფოტოები:
წუხელ პლატოზე იმყოფებოდნენ და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ნოდარ ჯავახიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი – მინდია ჯანელიძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი – აკაკი მაჭუტაძე, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი – გედევან ფოფხაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები . ზარალის ოდენობის დათვლა დღეიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, სტიქიამ ბორჯომი მნიშვნელოვნად აზარალა. პლატოზე მოტეხილმა ხეებმა გზები ჩახერგა. ძლიერი წვიმა და სეტყვა 4 აგვისტოს დაახლოებით, 20:00 საათზე დაიწყო და 25 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”