იუსტიციის მინისტრმა ქალაქ ვალეში საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. თეა წულუკიანი პროცესს ადგილზე გაეცნო.
ვალის მოსახლეობას მალე სხვადასხვა სერვისით სარგებლობა ქალაქიდან გაუსვლელად შეეძლება. შენობა უახლესი ტექნოლოგიით აღიჭურვება. აქ შესაძლებელი იქნება დისკუსიების, საჯარო განხილვების, სასწავლო კურსების, საქმიანი შეხვედრებისა თუ ლიტერატურული საღამოების მოწყობა.
მშენებლობა პროექტის მიხედვით 12 სექტემბერს უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 445 000 ლარს შეადგენს. მშენებლობა მიმდინარე წლის 14 მაისს დაიწყო.
ქვეყნის მასშტაბით 27 საზოგადოებრივი ცენტრი უკვე ფუნქციონირებს, სადაც მოსახლეობას 200–ზე მეტი სერვისით სარგებლობა სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია. ამ დროისათვის კიდევ ათი საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე