მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი 1-ლი აგვისტოდან სრულად ამოქმედდება, რაც, მთავრობის პროგნოზის თანახმად, მოსახლეობას საშუალებას მისცემს, დაურეგისტრირებელი მიწები საკუთრებაში გამარტივებულად დაირეგისტრიროს.
მთავრობაში, ასევე იმედოვნებენ, რომ მოგვარდება არაზუსტი აზომვითი ნახაზის საკითხი, რაც გლეხს ბევრ პრობლემას უქმნიდა, გამარტივდება მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტრაციის მოპოვება, განხორციელებული ცვლილებები კი თავის მხრივ სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს შეუწყობს.
მთავრობის ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში მიწების, მხოლოდ 25 %-ია დარეგისტრირებული.
|