პროექტის ,,მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების“ ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის შვიდივე მუნიციპალიტეტიდან, სახელმწიფოსგან თანადაფინანსებისთვის 240 პირი შეირჩა.
ამ ეტაპზე პროექტის ბოლო ფაზა – ბენეფიციარებთან ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინარეობს. 180 გამარჯვებულ პროექტზე გრანტის გაცემა, აგვისტოდან დაიწყება.
პირველ ეტაპზე, სამცხე–ჯავახეთიდან 1 500–მდე ბიზნეს იდეა დარეგისტრირდა. აქედან 650–მდე ბენეფიციარი, ტრენინგისთვის შეირჩა. 550–მდე პირმა ბიზნეს–გეგმების კონკურსში მიიღო მონაწილეობა. მათგან გამარჯვებული 240 ბენეფიციარია.