ახალციხელმა ახალგაზრდებმა „ქართული ოცნების“ შემდეგ თავიანთი ინიციატივა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარუდგინეს.
პროექტის „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ მონაწილეებმა მალხაზ გიქოშვილს დადგენილების საკრებულოს სხდომაზე ინიცირება სთხოვეს, რომელიც საქალაქო ტრანსპორტის კრიტერიუმებს შეეხება. ახალგაზრდებმა „ფრაქცია – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს არსებული ავტობუსების მდგომარეობა პრეზენტაციის სახით გააცნეს.
შეხვედრები პროექტის „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანი ახალგაზრდების სამოქალაქო საქმიანობაში ჩართულობაა.
პროექტს „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ ახორციელებს, რომელსაც სამცხე-ჯავახეთში პარტნიორობას არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ-მესხთა კავშირი“ უწევს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.
|