ადიგენში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დაარბაზის“ ხელმძღვანელი ახალქალაქში მომხდარ საზარელ შემთხვევას გამოეხმაურა.
გოდერძი კუბლაშვილმა ბრიფინგის დაწყებისას ქაჩოტიანების ახლობლებს მიუსამძიმრა და წუთიერი დუმილით გარდაცვლილთა ოჯახს პატივი მიაგო.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მასაც სამი შვილი ჰყავს, როგორც ვაჩიანში მცხოვრებ ოჯახს ჰყავდა. დღეისათვის კი ქვეყანაში თავს დაცულად ვეღარ გრძნობს.
იგი ბოლო პერიოდში გახშირებულ მკვლელობებზე სასაუბროდ, საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და ორგანიზაცია „მოქალაქეს“ ხელმღვანელთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ვაჩიანში ქაჩოტიანების ოჯახში გარდაცვლილი ქალი და სამი შვილი მეზობლებმა 10 ივლისს იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, ნოდარ აკოფოვმა ქურდობის მიზნით, დედა და სამი შვილი მოკლა და ადგილზე ხანძრის გაჩენას შეეცადა. ბრალდებული დაკავებულია. მას აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრრობა 13 ივლისს შეეფარდა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ირაკლი ბახტურიძე, რამაზ ალავიძე
|