ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.34 ლარია. ვალუტის გაუფასურების პროცესს მიაწერენ იმას, რომ ზოგიერთ პროდუქტზე ფასმა საგრძნობლად მოიმატა.
ზუსტად ერთი თვის წინ, ერთი ამერიკული დოლარის ყიდვა, 2,12 თეთრად
იყო შესაძლებელი, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ დღევანდელ
კურსზე, 20 თეთრით ნაკლებია. მოსახლეობა ლარის არასტაბილური კურსის
მიზეზებზე საუბრობს.
ეროვნული ვალუტის არასტაბილური კურსის მიზეზად, ქვეყნის ეკონომიკური
გუნდის არაეფექტურ მუშაობას გამორიცხავს საზოგადოების განვითარების
ახალციხის ცენტრის დირექტორი. ნუგზარ თათეშვილი ამბობს, რომ პროდუქტზე
ფასებს ბაზარი არეგულირებს. ლარის გაუფასურებას კი საგარეო ფაქტორებით
ხსნის.
სპეციალისტები, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში, საგანგაშოს ჯერ ვერ
ხედავენ და პროცესის შესაჩერებლად ხელოვნური ჩარევის მომხრენი არ
არიან . მათი თქმით, ქვეყანას შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, ლარის
ინფლაციის შემთხვევაში მოუწევს.