ახალციხის მერმა 9 აპრილის ქუჩაზე საბავშვო ატრაქციონი გახსნა. გიორგი კოპაძემ ლენტი ბავშვებთან ერთად გაჭრა.
გახსნის ცერემონიის შემდეგ თოჯინების თეატრმა პატარებისთვის წარმოდგენა გამართა, ამის მერე ადგილობრივმა ბავშვებმა იმღერეს.
ქალაქში ეს რიგით მეორე საბავშვო ატრაქციონია, რომელიც ამ პერიოდში გაიხსნა. პირველი მოედანი ზარზმელის ქუჩაზე მოეწყო. ახალციხის მერის თქმით, ატრაქციონების გახსნით იგი წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს.
ორივე მოედნისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 60 000 ლარამდე დაიხარჯა.