ახალციხის ციხისა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეებს უფასო wi-fi–თ სარგებლობა დღეიდან შეუძლიათ. შესაბამისი მოწყობილობა, ახალციხის ციხისა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია ,,დელტაკომმა“ დაამონტაჟა.
კომპანიაში ამბობენ, რომ ორივე ადგილზე, უკაბელო ინტერნეტის გამოყენება ერთდროულად, 700–მდე აბონენტს შეუძლია.
უფასო wi-fi. ,,დელტაკომმა“ თავდაპირველად ქალაქის ცენტრალურ პარკში დაამონტაჟა, თუმცა უკაბელო ინტერნეტზე წვდომა, რამდენიმე თვით შეზღუდული იყო. კომპანიამ ეს ფაქტი ტექნიკური პრობლემებით ახსნა.